ქართული დამოუკიდებელი მედიასაშუალებები ხელისუფლების ზეწოლაზე საუბრობენ - ფრანს პრესი 

05 დეკემბერი 2019, 00:08 2127 ნახვა

საქართველოში გავლენიანი ჟურნალისტები და მედიამენეჯერები საქართველოს ხელისუფლებას დამოუკიდებელი მედიის "მოხრჩობის" მცდელობაში ადანაშაულებენ - ამის შესახებ ფრანს პრესი წერს, რომელმაც საქართველოში მედიაგარემოს შესახებ წერილი გამოაქვეყნა.

"ყველაზე გავლენიანი კრიტიკული არხების მედიამენეჯერები საუბრობენ იმაზე, რომ ბოლო თვეების განმავლობაში, მედისაშუალებების მფლობელების ან მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ მმართველ პარტიას, პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმეები აღძრა" - წერს ჟურნლიასტი.  

სტატიაში "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებაა მოყვანილი, სადაც ის ოჯახის წევრებზე მუქარასა და თვალთვალზე, ასევე მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეებზე საუბრობს. 

სტატიაში მოხვდა ტვ პირველის დირექტორის, ინგა გრიგოლიას კომენტარი, სადაც ტელევიზიის მფლობელის ოჯახის წევრის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმეზე საუბრობს. ასევე საუბარია ახალ დაფუძნებული ტელევიზიის -"ფორმულას" მფლობელის, ზურაბ გუმბერიძის წინააღმდეგ დაწყებულ გამოძიებაზე.  

​საქართველოში მედიაგარემოს შეფასების ნაწილში, მოხვდა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელიც. გამოცემა წერს, რომ  ოთხშაბათს, შავიზღვისპირა ქალაქში, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ათობით ჟურნალისტმა მოაწყო საპროტესტო აქცია. ჟურნალისტები მმართველი პარტიის მცდელობას აპროტესტებენ, ჩაერიოს არხის სარედაქციო საქმიმანობაში.

"აჭარის ტელევიზიის დირექტორის მოადგილე, ნათია ზოიძე ამბობს, რომ ტელევიზიის ჟურნალისტები განიცდიან შანტაჟს ახლად დანიშნული დირექტორისგან, რომელიც მმართველ პარტიასთან არის აფილირებული" - წერს გამოცემა. 

სტატია იხილეთ ბმულზე

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში