სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გრძელდება

05 დეკემბერი 2019, 12:26 947 ნახვა

სახალხო დამცველი პარლამენტის წინააღმდეგ საქმეზე საკონსტიტუციო სასამართლოში განმწესრიგებელი სხდომა გრძელდება. მხარეები დღეს დასკვნით სიტყვას იტყვიან. სადავოა კანონის ის მუხლი, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს საერთო სასამართლოების შესახებ კანდიდატთა წარდგენის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების დასაბუთების მოთხოვნას და მისი გასაჩივრების შესაძლებლობას. სახალხო  დამცველს მიაჩნია, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატები არჩევის პროცესში დარღვეული არის ორი საკითხი. პირველი როცა იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფარული კენჭისყრით ირჩევს კანდიდატებს და მეორე საბჭოს არ აქვს უფლებამოსილება დაასაბუთოს თუ რატომ ხდება ესა თუ ის კანდიდატი მათი რჩეული. უცნობია როდის გამოაცხადებს გადაწყვეტილებას პლენუმი.

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში