თავისუფლების აღკვეთა, ტრეფიკინგი და მუქარა - ერთ თვეში, ამ დანაშაულებებზე 240 საქმე აღიძრა

06 დეკემბერი 2019, 12:47 3906 ნახვა

საქართველოში, მხოლოდ ერთ თვეში, სამართალდამცველებმა ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ 240 დანაშაულზე სისხლის სამართლის საქმე აღიძრეს- სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს. 2019 წლის 10 თვის მონაცემებით კი, ამ კატეგორიის  2608 დანაშაულია რეგისტრირებული.

ოქტომბრის მონაცემებით, ადამიანებით ვაჭრობის 1 ფაქტი დაფიქსირდა, რომელიც ამ დრომდე გაუხსნელია. მიმდინარე წელს, 10 თვის განმავლობაში კი, საქართველოში ტრეფიკინგის 17 შემთხვევა იყო, აქედან გამომძიებლებმა მხოლოდ 5 საქმის გახსნა შესძლეს, 12 საქმეზე კი გამოძიება კვლავ გრძელდება.

საანგარიშო პერიოდში, ადამიანებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთის  19  ფაქტი დაფიქსირდა, 2018 წლის იდენტურ პერიოდში, ადამიანების თავისუფლების შეზღუდვის 18 შემთხვევა იყო რეგისტრირებული.

მიმდინარე წლის ოქტომბერში მოქალაქეებს 155-ჯერ დაემუქრნენ, მათგან გახსნილია 77.

დანაშაულის სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში