გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა ბათუმის ცენტრში /ფოტო/

06 დეკემბერი 2019, 12:46 2073 ნახვა

„ერთად, ერთის წინააღმდეგ“ - ამ ლოზუნგით ბათუმში გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლების აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები  ცენტრალური პარკიდან აჭარის მთავრობის სახლამდე საპროტესტო მსვლელობას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ხალხისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს. 

მათივე განმარტებით, პარლამენტის პარალელურად არჩევნები  2020 წელს აჭარის უმაღლეს საბჭოში პროპორციული საარჩევნო სისტემით უნდა მოხდეს.

მსვლელობის ფოტოების სანახავად, გადადით ბმულზე

აქციის მონაწილეები ბათუმიდან, ისე როგორც თბილისიდან და ქვეყნის სხვა რეგიონებიდან, ქუთაისში მიდიან, სადაც  დაგეგმილია ოპოზიციის ერთიანი საპროტესტო აქცია.

 

 

გაერთიანებული ოპოზიციის მსვლელობა ბათუმში

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში