სახლის სახურავებიდან მობილიზებული პირები კვერცხებს ისვრიან

06 დეკემბერი 2019, 14:37 1498 ნახვა

სავარაუდოდ, მმართველი გუნდის მხარდამჭერები ან აქტივისტები ქუთაისში სახლის სახურავებზე არიან მობილიზებულები და აქციის მონაწილეებს და ოპოზიციის ლიდერებს კვერცხებს ესვრიან.  

''ისინი რამდენიმე კორპუსის სახურავზე არიან ასულები და რჩება შთაბეჭდილება, რომ ეს ორგანიზებულად ხდება'' - ამბობენ აქციის მონაწილეები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს ვინ არიან ეს ადამიანები, რომლებიც სახურავიდან კვერცხებს ისვრიან.

 

ფოტო: გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში