ცემა და ხელჩართული ბრძოლა ქუთაისში - ოპოზიციის აქციაზე უცხო პირები მივიდნენ

06 დეკემბერი 2019, 15:43 2191 ნახვა

ქუთაისში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე უცხო პირები მივიდნენ, რა დროსაც ვითარება დაიძაბა. ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებას.  

პოლიციამ ინციდენტში მონაწილე რამდენიმე პირი შემთხვევის ადგილიდან გაიყვანა. ჯერ-ჯერობით უცნობია არიან თუ არა დაკავებულები. ასევე დაუდგენელია ვინ მონაწილეობდა დაპირისპირებაში და იყვნენ თუ არა ისინი ''ქართული ოცნების'' აქტივისტები.

დაპირისპირება მხოლოდ ერთ ადგილას იყო, ძირითადი აქცია კი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ წუთებშიც პოლიტიკური პარტიების ლიდერები სიტყვით გამოდიან. 

 

ვიდეო: გიგა გელხვიძე

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში