სტატისტიკის ეროვნული სამსახური - საქართველოში ფასების საერთო დონე 7%-ით გაიზარდა

08 დეკემბერი 2019, 20:04 2347 ნახვა

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 3 დეკემბერს ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის ნოემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 7%-ით გაიზარდა, რა დონის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. ამ მონაცემებით, ინფლაციის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების გაძვირებამ გამოიწვია.

  საქტატის მიხედვით, გაძვირდა ყველაფერი-ხილი, ბოსტნეული,  ბაღჩეული, თევზეული, ხორცი და ხორცის პროდუქტები, პური და პურპროდუქტები, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები. ყავა, ჩაი და კაკაო, ზეთი და ცხიმი. 3 პროცენტით გაძვირდა ტრანსპორტი, 7 პროცენტით დასვენება, გართობა და კულტურა 7 ნახევარი პროცენტით სასტუმროები, კაფეები და რესტორნები.   ფასთა ყველაზე მაღალი მატება ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე დაფიქსირდა, 13 ნახევარი პროცენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში