ერთ საათზე მეტია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას მართავენ

08 დეკემბერი 2019, 20:14 1591 ნახვა

თითქმის ორ კვირიანი პაუზის შემდეგ, ერთ საათზე მეტია ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით, მეორე შეხვედრას  მართავენ. განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემაა. ოპოზიცია ე.წ. გერმანული მოდელის მიხედვით შემუშავებული საარჩევნო სისტემის შემოღებას ითხოვს, რაზეც ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ მოდელი  საქართველოს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა. 

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში