პოლიციელის და საჯარო მოხელის ქმედებას, რომლებიც აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ აჭარაში იურისტები შეისწავლიან - ენმ

09 დეკემბერი 2019, 12:05 1164 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ამბობენ, რომ 20 ივნისიდან დღემდე აქციებზე დაზარალებულ პირებს, ასევე მოქალაქეებს, რომლებიც პოლიციელების და საჯარო მოხელეების მხრიდან ძალადობის მსხვერპლები გახდნენ კონსულტაციებს  გაუწევენ. აჭარაში იურისტთა ჯგუფი დაკომპლექტდა. ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ განაცხადა. მისივე თქმით, საქმეები, რომლებიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნება. 

''საქართველოს სხვა რეგიონების მსგავსად აჭარაშიც შეიქმნა იურისტთა ჯგუფი, რომლის მთავარი ამოცანა და მიზანი არის ერთი - 20 ივნისიდან დღემდე, ეს ჯგუფი შეისწავლის ყველა იმ მოძალადე პოლიციელის თუ საჯარო მოხელის ქმედებას, რომლებიც თავისუფალი მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ძალადობდნენ. საქმე, რომელიც შეიცავს დანაშაულის ნიშნებს საქართველოს პროკურატურაში გადაიგზავნება. იურისტები მოითხოვენ ეს საქმეები სამართალდამცველმა უწყებებმა შეისწავლონ. ამ ადამიანების მიმართ კი,  რომლებიც მშვიდობიან პროტესტანტებზე ძალადობენ პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს'' - განაცხადა ბრიფინგზე მირდატ ქამადაძემ. . 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში