მრავალმანდატიანი ოლქები - დიალოგის გაგრძელების შანსი

09 დეკემბერი 2019, 20:00 1534 ნახვა

შეთავაზებული მრავალმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო მოდელი - საუბარია ქვეყნის მასშტაბით 73 მაჟორიტარული ოლქის 10 ოლქამდე დაყვანაზე. ანუ მაგალითად აჭარაში 6 ოლქის ნაცვლად ერთი შეიქმნება, თუმცა პარლამენტში აჭარიდან ექვსი სხვადასხვა საარჩევნო სუბიექტის მაჟორიტარი შევა.

ეს ოპოზიციის შეფასებით, ცალსახად ნიშნავს, იმას რომ ვერცერთ სუბიექტს და ვერც მმართველ გუნდს სრული უმრავლესობა ვერ ექნება, პარლამენტი კი გაცილებით მრავალფეროვანი გახდება.

ეს იყო ერთ-ერთი განსახილველი საკითხი უმრავლესობის დღევანდელ სხდომაზეც, თუმცა მამუკა მდინარაძის განცხადებით ამას მცირე დრო დაუთმეს და ზედაპირულად ისაუბრეს. სამაგიეროდ ამბობენ, რომ ისაუბრეს მოსამართლეების შერჩევის საკითხზე და იმსჯელეს საკუთარი გუნდის წევრებთან ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარებთან აზრების დაახლოვებაზე.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში