სიტყვიერი დაპირისპირება ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ჟურნალისტებს შორის 

10 დეკემბერი 2019, 15:17 2904 ნახვა

ხელვაჩაურის მერის მოადგილესა და ჟურნალისტებს შორის დღეს სიტყვიერი დაპირისპირება იყო. არჩილ ბარამიძე გააღიზიანა ჟურნალისტების რეპლიკამ, რომ მერი „გაიძურწა“.

მას შემდეგ რაც ოპოზიციამ განცხადება გააკეთა, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი, სხვა კოლეგებთან ერთად, საპასუხო კომენტარს ელოდებოდა, თუმცა ჯუმბერ ვარდმანიძე მათთან სხდომის დაწყებამდე არ ჩასულა. ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ბრიფინგი, რომელიც მაღალი გამავლობის სამი ავტომობილის შეძენას ეხებოდა, 12 საათზე ეთერში საპასუხო კომენტარის გარეშე გავიდა.

ჟურნალისტები ყვებიან, რომ მაშინ როდესაც ოპოზიციასთან მედიის წარმომადგენლები ინტერვიუს წერდნენ, ხელვაჩაურის მერმა საკრებულოს სხდომათა დარბაზი დატოვა. მერის წასვლასთან დაკავშირებით გაკეთებული რეპლიკა მისი მოადგილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.

 

''გაიძურწა სიტყვის მნიშვნელობა ამიხსენით. გასვლა სხვაა გაძურწვა სხვაა. სად გაგეპარათ? კომენტარის გაკეთება თუ არ უნდა ეს არ ნიშნავ,ს რომ გაპარვაა. თქვენ არ გეცალათ ნაციონალებით იყავით დაკავებული'' - უთხრა ჟურნალისტებს არჩილ ბარამიძემ.

მომხდარ ინციდენტზე ხელვაჩაურის მერმა თქვა, რომ ფაქტის შესახებ დეტალური ინფორმაცია არ აქვს და მოგვიანებით აუცილებლად გაეცნობა.  

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში