პიკეტირების ფონზე ჩაივლის პარლამენტში ხვალ კენჭისყრა მოსამართლეთა 19 კანდიდატის

11 დეკემბერი 2019, 18:17 1905 ნახვა

პიკეტირების ფონზე ჩაივლის პარლამენტში ხვალ კენჭისყრა მოსამართლეთა 19 კანდიდატის. პოლიტიკოსთა და საზოგადოების წევრების ნაწილი არსებულ სიას არალეგიტიმურს უწოდებს,  არგუმენტად  ე.წ. კლანური მმართველობის პირობებში წარმართულ შერჩევის პროცესს ასახელებენ. საკითხი ოპოზიციისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია და შეეცდებიან პროცესს ხვალ ხელი შეუშალონ. ხელისუფლების ოპონენტები უკვე  რამდენიმე თვეა ამტკიცებენ, რომ თუ პარლამენტი მოსამართლეთა სიას დაამტკიცებს, ამით ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას ხელი შეეშლება. მმართველ გუნდში კი პროტესტს არასერიოზულად აღიქვამენ და ამბობენ, რომ ყველა კანდიდატი ვერც მათ მხარდაჭერას  მიიღებს.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში