ბათუმის საკრებულოს 21 წევრიდან 20 პროცენტი პასიურია  - კვლევა

11 დეკემბერი 2019, 20:40 1777 ნახვა

ბათუმის საკრებულოში პასიური დეპუტატების არსებობა მიანიშნებს იმაზე, რომ ისინი ვერ ასრულებენ მერიის მაკონტროლებლის ფუნქციას - ამის შესახებ იმ კვლევის ავტორი აცხადებს, რომლის თანახმადაც მთავარ სხდომებსა და კომისიებში უმრავლესობის და უმცირესობის წევრების ნაწილი მნიშვნელოვან შეკითხვებსაც კი არ სვამს. ''საზოგადოების განვითარების აკადემიამ“ მესამე კვარტლის შედეგები გაასაჯაროვა, რამაც დღეს უმრავლესობის წევრები განსაკუთრებით გააღიზიანა.

ამბობდნენ, რომ არ ენდობიან კრიტიკის ავტორ ორგანიზაციას და ჟურნალისტებს მოუწოდებენ, კომისიების სხდომებზე გადაამოწმონ გამოდიან თუ არა ისინი ინიციატივებით.  არადა სხვათა შორის ვის აქვს ინიციატივა და ვინ აქტიურობს - ეს მთავარ სხდომებზეც ცხადად ჩანს. ამავე კონტექსტში კრიტიკა დაიმსახურა ოპოზიციამაც. დაბალი შედეგი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას.“ აქ ირწმუნებიან, რომ დასწრებას და აქტიურობას აზრი არ აქვს, რადგან მმართველი პარტია მხოლოდ საკუთარი დღის წესრიგით მოქმედებს. რას აქვს აზრი და რა არის დეპუტატის ფუნქცია?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში