200 ''ნაცის'' შეძახილი დისკომფორტს ვერ შემიქმნის - ირაკლი კობახიძე 

12 დეკემბერი 2019, 10:46 1152 ნახვა

პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, რომ საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულებრივად მივიდა და ნაციონალების შეძახილები მას დისკომფორტს ვერ შეუქმნის.

კობახიძის განცხადებით, „ოპოზიციის ბაქიბუქს არანაირი ძალა არ აქვს“.

''მოვედი11საათი იყო დაწყებული. შესაბამისად ხედავთ, რომ ვერც 7 საათზე, ვერც 8-ზე, ვერც 9-ზე და ვერც 11-ზე 200 ნაციონალი ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის. მათ აქვთ თვითონ დისკომფორტი იმიტომ, რომ „ნაცები“ არია. ბაქიბუქობდნენ, რომ 800 კაცის შეკრებას აპირებდნენ და ვერ შეკრიბეს, ეს არის მათი რეალური ძალა. ხალხი მათ ზურგს არ უმაგრებს, შესაბამისად, არანაირი რესურსი არ აქვთ მათ, რომ თუნდაც მცირე დესტრუქციით ხელი შეუშალონ პარლამენტის მუშაობას.

პარლამენტი ჩვეულებრივ გააგრძელებს მუშაობას, ისევე როგორც აგრძელებდა მუშაობას გასული კვირების განმავლობაში. დღეს განიხილება ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი და მიიღება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტთან დილიდან საპროტესტო აქცა მიმდინარეობს. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში