კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელია ანრი ოხანაშვილს ტრიბუნასთან ''აუვარდა''

12 დეკემბერი 2019, 11:04 1394 ნახვა

იურიდიული კომიტეტის სხდომაზე ეკა ბესელიამ სიტყვა ითხოვა, რისი საშუალებაც თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა არ მისცა. სწორედ ამის შემდეგ დეპუტატი იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს ტრიბუნასთან ''აუვარდა'' და გვერდით მიუჯდა. ბესელია ანრი ოხანაშვილთვის საკუთარი უფლებების გაცნობას ამ ფორმატში შეეცადა.

ეკა ბესელია ამბობს, რომ  არასასესიო კვირაში მოსამართლეთა კანდიდატების საკითხის განხილვა, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევაა.

იურიდიული კომიტეტის სხდომა, რომელზეც უზენაესის მოსამართლეების საკითხი უნდა განეხილათ ხმაურით დაიწყო. საკითხის განხილვის წინააღმდეგი იყო თინა ბოკუჩავაც, რომელმაც ხმაურისა და რეპლიკების გამო თავმჯდომარისგან არაერთი შენიშვნაც მიიღო.

ანრი ოხანაშვილი: გაუფრთხილდით საკუთარ რეპუტაციას, სახეს ნუ დაკარგავთ

თინა ბოკუჩავა: მონა ხართ

ანრი ოხანაშვილი: სააკაშვილთან გაარკვიეთ მონა ხართ თუ ვინ ხართ

თინა ბოკუჩავა: ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, რომ გადადოთ კენჭისყრა.

მოგვიანებით პარლამენტის მანდატურებმა ჟურნალისტებს იურიდიული კომიტეტის სხდომათა დარბაზი დაატოვებინეს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში