ნაძვის ხე 14 მოსამართლის ფოტოებით მორთეს 

12 დეკემბერი 2019, 12:37 2062 ნახვა

პარლამენტის წინ მოძრაობა ''გაბედეს'' წევრებმა ნაძვის ხე დადგეს, სადაც სათამაშოების ნაცვლად მოსამართლეობის კანდიდატების ფოტოები ჩამოკიდეს. 

ნაძვის ხეზე სიმბოლურად 14 კანდიდატის ფოტოა. 

ეს მოსამართლეები არიან: მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, მაია ვაჩაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ლალი ფაფიაშვილი, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე და ალექსანდრე წულაძე.

''გაბედეს'' წევრები ამბობენ, რომ ყველა მათგანი, ვისი ფოტოც ნაძვის ხეზე ჩამოკიდეს, ბიძინა ივანიშვილის სათამაშოა. 

ანი ბოჭორიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში