პარლამენტის დარბაზში რამდენიმე დეპუტატი მძაფრი სუნის გამო ცუდად გახდა 

12 დეკემბერი 2019, 13:34 1803 ნახვა

საქართველოს პარლამენტში, რამდენიმე დეპუტატი შეუძლოდ გახდა. სავარაუდოდ, სხდომათა დარბაზში,  სითხე მოასხეს, რომელსაც მძაფრი სუნი ჰქონდა და დეპუტატების ნაწილი შეუძლოდ გახდა. როგორც ენძელა მაჭავარიანი ამბობს, მას არ დაუნახავს თუ ვინ დაასხა დარბაზში სითხე  ან რა, მაგრამ "სპეციფიური სუნი იგრძნო" და ალერგიული შეტევა დაემართა. 

ნუკრი ქანთარია კი მიიჩნევს, რომ ეს ოპოზიციური პარტიის წევრების მცდელობა იყო, რომ ჩაეშალათ სხდომა, სადაც დეპუტატებს უვადოდ 14  მოსამართლეობის კანდიდატის დამტკიცების საკითხი უნდა განეხილათ. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ სხდომათა დარბაზში გაურკვეველი სითხე დაღვარეს, რასაც სპეციფიკური სუნი ჰქონდა. უსაფრთხოების მიზნით, პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომა გაურკვეველი დროით შეწყვიტა.

ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ სითხე ოპოზიციის წევრებმა დაასხეს. იგივეს ამბობს უმრავლესობის წევრი, ნუკრი ქანთარია: "ორი ქალბატონი, რომელიც მარიფათით გამოირჩევა, როგორც ვიცი დაასხა რაღაც ხსნარი. იატაკზე დაასხესო, ახლა გამოჩნდება რა არის. საუბარია ნაციონალურ მოძრაობის დეპუტატი, ზუსტად ვინ მე არ დამინახავს, ალბათ იტყვიან. ვერ აგიხსნით ზუსტად რა იყო, ხომ იცით, სუნის გადმოცემა ძალიან ძნელია". 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში