ქიმიური შეტევა მოხდა პარლამენტზე - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე 

12 დეკემბერი 2019, 14:48 2009 ნახვა

ქიმიური ხსნარი დაასხეს პარლამენტის დარბაზში, არის ჩანაწერები და ჩანს, რომ გამოიყენეს სითხე, მე არ დამინახავს მაგრამ იქ ვიყავი - აცხადებს ჟურნალისტებთან არჩილ თალაკვაძე.  

"ერთ-ერთი ორგანიზაცია, რომელიც არის აფილირებული ნაციონალურ მოძრაობასთან, გააკეთეს განცხადება და აიღეს პასუხისმგებლობა ამაზე. კანონის შესაბამისად გაეცემა პასუხი.  რაც შეეხება პარლამენტის მუშაობას, შესვენების შემდეგ გააგრძელებთ იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც დღის წესრიგში იყო. რასაც დაუჭერენ მხარს დეპუტატები, ვერავინ პარლამენტის მუშაობას ვერ შეაჩერებს და დაბლოკავს, ყველაფერზე იქნება რეაგირება კანონის შესაბამისი" - ამბობს არჩილ თალაკვაძე. 

 საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში, #სისტემაყარს#სირცხვილია!" - განცხადება #სირცვილიას აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გააკეთეს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ხსნარი მანამდე გამოსცადეს, ვიდრე პარლამენტში გამოიყენებდნენ. "ეს იყო ხუმრობა და რა თქმა უნდა არ არის ადამიანისთვის საზოანო" -  განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება იმ მუხლით დაიწყო, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტში ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში