#სირცხვილია - ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო

12 დეკემბერი 2019, 15:05 2503 ნახვა

 საპროტესტო ხსნარი, რა თქმა უნდა, არის სრულიად უვნებელი და უსაფრთხო, არ არის ალერგიული და სუნის შეყნოსვისას არ გააჩნია გვერდითი ეფექტები. საჯაროდ გამოყენებამდე აღნიშნული ნივთიერება გამოიცადა საგანგებო პირობებში, #სისტემაყარს#სირცხვილია!" - განცხადება #სირცვილიას აქტივისტებმა სოციალურ ქსელში გააკეთეს. 

აქტივისტები ამბობენ, რომ ხსნარი მანამდე გამოსცადეს, ვიდრე პარლამენტში გამოიყენებდნენ. "ეს იყო ხუმრობა და რა თქმა უნდა არ არის ადამიანისთვის საზოანო" -  განაცხადა ერთ-ერთმა აქტივისტმა, შოთა დიღმელაშვილმა. 

პრეპარატი, რომელსაც სირცხვილია ავრცელებს და ამტკიცებს, რომ პარლამენტში მოასხეს ცხოველების სამკურნალოდ გამოიყენება. მას ძალიან მძაფრი სუნი აქვს. 

პარლამენტის თავმდჯომარემ კი, სითხის დაღვრა ქიმიურ შეტევად შეაფასა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კი გამოძიება იმ მუხლით დაიწყო, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. 

დღეს, 12 დეკემბერს, პარლამენტში ორი საკითხი უნდა განეხილათ, დაემტკიცებინათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები და ნიკა მელიასთვის პარლამენტარის სტატუსი შეეწყვიტათ. კენჭისყრის დაწყებამდე სხდომათა დარბაზში გაშვებული სუნის გამო ტექნიკური შესვენება გამოცხადდა. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში