ევაკუაცია სხდომათა დარბაზში - პარლამენტის რამდენიმე წევრი შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერი 2019, 18:21 1490 ნახვა

ევაკუაცია იყო პარლამენტში, პლენარული სხდომა ორი საათით უცნობი ნივთიერების გამო შეწყდა. საკანონმდებლო ორგანოში სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამართალდამცველები იმყოფებოდნენ. მიზეზი დარბაზში უსიამოვნო სუნი გახდა, რის გამოც ტექნიკური შესვენებაც გამოცხადდა.

ოთხი ადამიანი კი შეუძლოდ გახდა, მათგან ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ფაქტზე პასუხისმგებლობას მოძრაობა  „სირცხვილია“ იღებს. უმრავლესობა კი მომხდარში უმცირესობას სდებს ბრალს. ქიმიური შეტევა პარლამენტზე – ასეთია მმართველი გუნდის შეფასება.ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში