მოსამართლეებს მხარდაჭერა მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა გამოუცხადეს

12 დეკემბერი 2019, 20:04 1548 ნახვა

"ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, ყოველივეს ვიღონებ, რათა ღირსვმსახურებდე სიმართლესა და სამართლიანობას, ერთგულად ვიცავდე ადამიანის უფლებებს.. პირნათლად ვასრულებდე მოსამართლის მაღალ დანიშნულებას,"- ამ სიტყვებით ცოტა ხნის წინ ფიცი დადეს იმ უვადო მოსამართლეებმა, რომლებსაც დღეს უმრავლესობამ ბოიკოტის, აქციების, პროტესტის, კრიტიკის ფონზე მხარი დაუჭირა. უმრავლესობამ ჯერ კომიტეტის სხდომაზე მისცა ვიზირება უვადო მოსამართლეობის მსურველ 14 კანდიდატს, სხდომათა დარბაზის  მძარფი სუნისგან განიავების, შემდეგ კი ისინი საბოლოოდ დაამტკიცა.

სუნზე ცოტა ხანში მოგიყვებით, მანამდე კი კენჭისყრა - მთელი ოპოზიცია და უმრავლესობიდან გასული დამოუკიდებელი დეპუტატები ბოიკოტის რეჟიმში არიან, ასე  მარტო დარჩენილმა უმრავლესობამ დღეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ აქცია გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე, მისი მოადგილე მამუკა ვასაძე,  მოსამართლე გახდა გიორგი მიქაუტაძე. ახლა საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალური მოძრაობა“ სრულად გადაიბარა, უზენაეს სასამართლოს დაეპატრონა და ე.წ. კლანი გაიფორმა. მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ დღევანდელი გადაწყვეტილებებით ხელი შეუწყვეს მათი შეფასებით მიუკერძოებელი სასამართლოს ფუნქციონირებას - ვიწყებთ ბოლო ამბებით  საქართველოს პარლამენტიდან. ნ

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში