რატომ ისაუბრა საქართველოს პრემიერმა რუსულად სუამ-ის სამიტის პრესკონფერენციაზე?

13 დეკემბერი 2019, 18:26 1405 ნახვა

პრემიერ-მინისტრის პრესპიკერი დღეს იმ კრიტიკას გამოეხმაურა, რომელიც სუამის სამიტის შემდეგ ფრესკონფერენციაზე გიორგი გახარიას რუსულ ენაზე გამოსვლას საქართველოში მოჰყვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, კიევში, სუამ-ის წევრი ქვეყნების მთავრობათა მეთაურების სხდომის შემდეგ კომენტარები რუსულ ენაზე გაკეთდა მასპინძელი ქვეყნის, უკრაინის პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რადგან სუამ-ის სამუშაო ენა რუსულია.დღის ბოლოს  საკითხზე კომენტარი თავად პრემიერმაც გააკეთა, გიორგი გახარიას ამბობს, რომ დემარშის მოწყობა არათუ უადგილო იქნებოდა, არამედ ხელს შეუშლიდა შედეგების მიღწევას.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში