ბათუმიდან "ქართული ოცნების" აქციაზე მიმავალი სამარშრუტო ტაქსების კოლონა

14 დეკემბერი 2019, 10:07 11503 ნახვა

დღეს, თბილისში, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრთის ორგანიზებით აქცია იმართება. საქართველოს მასშტაბით, მმართველი პარტიის ორგანიზებით, მოქალაქეები მიკროავტობუსებით მიემგზავრებიან.

ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მიკროავტობუსები დილით ადრე, რამდენიმე ლოკაციიდან გავიდა.  მოქალაქეების ჩასხდომა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობდა: "ქართული ოცნების" ოფისთან, მერიასთან ლერმონტოვის ქუჩაზე, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ბათუმის პირველ სკოლასთან, გმირთა ხეივანსა და ჭავჭავაძის ქუჩაზე.  აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან მოქალაქეები უარყოფდნენ იმ ფაქტს, რომ რაიმე სახის ზეწოლა ხორციელდებოდა მათზე, მათი თქმით თავისი ნებით მიდიან საზეიმო ღონისძიების - საქართველოს ევროსაბჭოს თავმდჯომარეობის  აღსანიშნავად. 

მოქალაქეები თბილისში, 13:00 წუთზე უნდ იყვნენ. 

გუშინ, 13 დეკემბერს, სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გააკეთა, ნინო ლომჯარია აღნიშნავს, რომ საჯარო მოხელეებისგან მიღებული კონფედენციალური ინფორმაციით, მოქალაქეებზე ირიბი და პირდაპირი ზეწოლა ხორციელდებოდა აქციაზე წასასვლელად. სახალხო დამცველი წერს, რომ  მთელის საქართველოს მასშტაბით  ფიქსირდებოდა სავარაუდო ზეწოლის ფაქტები, მათ შორის აჭარაშიც. მოქალაქეებს აქციაზე წასვლაზე უარის შემთხვევაში სამსახურში პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ ან მიანიშნებდნენ. იგივე შინაარსის განცხადებას ავრცელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებიც და რეგიონალური მედიაორგანიზაციებიც. 

ამ საკითხზე აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმაც მოამზადა სიუჟეტი. აჭარის მთავრობის თავმდჯომარე, თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, იძულებით არავის მიჰყავს საზეიმო ღონისძიებაზე მოქალაქეები,  იქვე აღნიშნა რომ აჭარიდან აქციაზე ათასობით მოქალაქე იქნება

კატეგორიულად უარყო შესაძლო იძულების და ზეწოლის ფაქტები ქალაქ ბათუმის მერმა, ლაშა კომახიძემ. თქვა, რომ ამაზე საუბარი, რომ  სისულელეა და  ეუხერხულება კიდეც. 

გიორგი აბაზაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში