დღის წესრიგი პოლარიზებული პარტიების თამაშია, საიდაც განდევნილია მოქალაქეების რეალური პრობლემები - თამთა მიქელაძე

14 დეკემბერი 2019, 15:51 1988 ნახვა

დღევანდელ აქციაზე კარგად ჩანს, რომ "ქართულ ოცნებას" მორალური კრიზისი აქვს, ევროპის საბჭოს ძირითადი მიზანი დემოკრატიაა, ადამიანის უფლებების დაცვა, ჩვენ კი დღეს ქვეყანაში გვაქვს უმძიმესი გამოწვევები ამ კუთხით, დღეს აქტიურია არასრულწლოვანის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმე, რომელიც შესაძლოა პოლიციის ზეწოლას​ უკავშირდებოდეს, ვაჟა გაფრიდნაშვილის საქმე, ჰუმანიტარული კრიზისი ახალგორში, შეკრების თავისუფლების მძიმე დარღვევის ფაქტები - და ამ თემების ფონზე, ევროსაბჭოს მექანიკური თავმჯდომარეობის აღნიშვნა, რა თქმა უნდა ილუზორული და ყალბია მგონია".

ადამიანის უფლებებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი ამბობს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის თამაშები საზოგადოების ყოველდღიურობა გახდა, მაშინ როცა დღის წესრიგიდან გამქრალია მოქალაქეების საჭიროებები, წუხილები და პრობლემები - უკიდურესი სიღარიბე, განათლება, ჯანდაცვა...

მე რაზეც მინდა ხაზი გავუსვა ეს არის ის, რომ მკვეთრად პოლარიზებულმა პარტიულმა დღის წესრიგმა, რომელიც "ქართულ ოცნებას" აქვს, და პრინციპში ოპოზიციასაც დიდწილად, დაავიწროვა ქვეყნის დღის წესრიგის ფარგლები. ამ წესრიგიდან ამოვარდნილია რეალური გამოწვევები - მკვეთრი სიღარიბე, ეკონომიკური უთანასწორობა, განათლების ხარვეზები, ოკუპირებულ რეგიონებში მძიმე მდგომარეობა, ადამიანის უფლებები და ა.შ. ეს საკითხები განდევნილია დღის წესრიგიდან და ჩვენ ვართ ​სახელისუფლებო და ოპოზიციური პარტიები თამაშებს მონაწილეები ყოველდღიურად. 

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაორგანიზაციებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი დღის წესრიგი არ  დავკარგოთ და დავაბრუნოთ დღის წესრიგში, პოლიტიკურ დღის წესრიგში" - განაცხადა თათია .

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში