თბილისის საკრებულოში კარავი გაიშალა - აქციას ფიზიკური დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა

17 დეკემბერი 2019, 12:53 1599 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა თბილისის საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. მათი თქმით, არ აპირებენ დატოვოთ საკრებულო მანამ, სანამ "ქართული ოცნების" დეპუტატი ერეკლე კუხიანიძე თანამდებობას არ დატოვებს.

აქტივისტებს  თქმით, უკიდურესად შეურაცხმყოფელი განცხადებები გააკეთა დეპუტატმა, მათთვის მმართველი  პარტიის წარმომადგენლისგან მიუღებელია არა მხოლოდ აზრის გამოხატვის ეს ფორმა, არამედ შინაარსი, როცა ქართველი ექიმის ტყვეობაში ჩავარდნას, პროვოკაციულად მიიჩნევს.  ითხოვენ ხელისუფლება გაემიჯნოს ამ პოზიციას და ეს გამოიხატოს მისი თანამდებობიდან გათავისუფლებით.  

ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, იდიოტები და პროვოკატორები უწოდა:

გუშინ დეპუტატმა მისი ლექსიკის გამო ბოიდში მოიხადა და  თქვა, რომ ემოციურ ფონზე დაწერილ პოსტში ცუდი სიტყვები გამოიყენა, რისთვისაც იხდის ბოდიშს.  „ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ.  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში