თბილისის საკრებულო "ქაჯეთის ციხესავით" ჩაკეტეს, რადგან შიგნით ქაჯები მუშაობენ - "ნაციონალური მოძრაობის" წევრი 

17 დეკემბერი 2019, 13:13 1629 ნახვა

"ჩვენ ტყვე მოქალაქეს დეპუტატმა წიხლი მიაყოლა და შეურაცხყო, ამის გასაპროტესტებლად მისულები კი გარეთ გამოგვათრიეს. ამათ ძალაში როგორ მოვერიო, როგორც შემიძლია ისე გავაპროტესტებ, სხვა გზა არაა. დეპუტატი ვარ და რატომ გამომაგდეს შენობიდან ვერ მეუბნებიან, ეს ფორმიანი ბიჭები ზონდერებად აქციეს" - ამბობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი, "ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილი.

დაპირისპირება თბილისის საკრებულოში მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივისტებმა და ოპოზიციის დეპუტატებმა "ქართული ოცნების" დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის ოთახში კარავი გაშალეს. ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როცა უსაფრთხოების სამსახურმა, აქტივისტების და დეპუტატების გარეთ გამოყვანა შეხლა-შემოხლის ფონზე დაიწყო. 

დეპუტატი, რომელიც ასევე გამოაძევეს შენობიდან, საკრებულოში შესვლას მოქალაქეების შესასვლელიდან ცდილობდა. "შესვლას ყველა ადგილიდან ვეცდები, მოქალაქეების შესასვლელიდან. არ ვაპირებ გამოძიებას დაველოდო იმაზე, თუ რატომ გამოაგდეს შენობიდან დეპუტატი. რა აზრი აქვს, ძალადობის მსხვერპლი ვართქო ვიჩივლო?  მაშინ როცა კაცი ტყვეობაშია და იქეთ წიხლს ურტყამენ. ფეხზე მკიდია ამათი გამოძიება, რა აზრი აქვს, რასაც იტყვიან ვიცით" - ამბობს ოპოზიციის წარმომადგენელი თბილისის საკრებულოში. 

ამბობს, რომ შენობაში არ უშვებენ და თბილისის "საკრებულო" ქაჯეთის ციხესავით ჩაკეტილია, რადგან ქაჯები მუშაობენ შიგნით. 

"რას ვიზამ აბა მარტო იქ შესული, საუკეთესო შემთხვევაში გავაპროტესტო მათ არსებობა საკრებულოში, ეს არის მათი შიშები, გადაეფარა ამ დეპუტატს მმართველი პარტია, რომელმაც გმირს აგინა და პროვოკატორი უძახა" - ამბობს ლევან ხაბეიშვილი. 


 

ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, იდიოტები და პროვოკატორები უწოდა:

გუშინ დეპუტატმა მისი ლექსიკის გამო ბოიდში მოიხადა და  თქვა, რომ ემოციურ ფონზე დაწერილ პოსტში ცუდი სიტყვები გამოიყენა, რისთვისაც იხდის ბოდიშს.  „ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ.  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში