ვადებ იაფფასიან ბოქლომს იმიტომ, რომ იაფფასიანები არიან - ლევან ხაბეიშვილი საკრებულოზე

17 დეკემბერი 2019, 13:50 1846 ნახვა

საკრებულოს წევრმა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან" ლევან ხაბეიშვილმა საკრებულოს შესასვლელს ბოქლომი დაადო.

ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ თბილისის საკრებულო არის ქაჯეთის ციხე და ჩრდილოეთ კორეა, სადაც არც ერთი უწყება არ მუშაობს.

"ნახევარ საათზე მეტია საკრებულოს დეპუტატი უშედეგოდ ვცდილობ საკრებულოში შესვლას. საკრებულოს ოთხივე შესასვლელი  ჩაკეტილია. ასე, რომ სიმბოლურად დავადებთ ბოქლომს. ეს არის ქაჯეთის ციხე, ეს არის ჩრდილოეთ კორეა. სადაც არც ერთი სახელმწიფო უწყება არ მუშაობს. სიმბოლურად გვინდა, რომ ამ შენობას ედოს ბოქლომი, ლარიანზე მეტი ბოქლომიც არ ეკუთვნით. ვადებ იაფფასიან ბოქლომს იმიტომ, რომ თავადაც იაფფასიანები არიან. იყოს დაბოქლომებული იმიტომ, რომ ამ საკრებულოს სხვა დანიშნულება არ აქვს, დავაბრახუნებ, დავუძახებ, რომ შემიშვი მაგრამ აზრი არ აქვს"- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ნინო ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში