ოპოზიცია კონგრესმენების განცხადებას გაფრთხილებად აფასებს - კონგრესმენების წერილი და პოლიტიკური შეფასებები

17 დეკემბერი 2019, 15:17 1579 ნახვა

ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ. ღია წერილში ნათქვამია, რომ შემაშფოთებელია პრპორციულის საარჩევნო სისტემის დაპირების შესურულებლობა და მოქალაქეების საპროტესტო აქციების ძალის გამოყენებით დაშლა. კრიტიკა ისმის უშუალოდ პრემიერის მისამართით,რომელიც ივნისის მოვლენებისას შს მინისტრი იყო.  გიორგი გახარია კი კონგრესმენების კრიტიკას სამუშაო რეჟიმად აფასებს, ამბობს, რომ  საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები და მათგან ყველა სახის კრიტიკას მთავრობა სამუშაო რეჟიმში იღებს. რაც შეეხება არჩევნების პროპორციული სისტემას,  გახარიას თქმით,  ხალხის მიერ არჩეული საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას კითხვის ნიშნის ქვეშ ვერავინ დააყენებს. 

ოპოზიცია  კონგრესმენების განცხადებას გაფრთხილებად აფასებს,  აცხადებენ, რომ  გზავნილი ქვეყანაში არსებულ მძიმე პოლიტიკურ კრიზისს ადასტურებს და  რომ დიპლომატების ენა არის მკაცრი.  მმართველ გუნდში კი სჯერათ, რომ გამოხმაურება დეზინფორმაციის შედეგია, უფრო მკაცრი შეფასებების მოლოდინი აქვს მესამე სექტორს, აქ გამოსავალად პოლიტიკური კრიზისის დასრულებას, ანუ  ოპოზიციასთან მოლაპარაკებას ასახელებენ.

ნათია კოპალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში