გამომძიებელი დააკავეს, რომელმაც 15 წლის მოზარდი დაკითხა

17 დეკემბერი 2019, 22:09 3111 ნახვა

15 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეზე გამომძიებელი დააკავეს - ამის შესახებ სახელმიწფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ბრიფინგი მას შემდეგ გაიმართა, რაც 15 წლის მოზარდის გარდაცვალების შესახებ გახდა ცნობილი.

პოლიციის პირველი განყოფილების გამომძიებელი მ.ჩ. სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლს ედავებიან, რაც ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. 

მარიანა ჩ. იმ საქმის გამომძიებელი იყო, რომელიც „მწანე სკოლაში“ მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.

ლუკა სირაძე თბილისში, იაშვილის კლინიკაში დღეს გარდაიცვალა. მოზარდმა თვითმკლელობა რამდენიმე დღის წინ სცადა. ოჯახი ფსიქოლოგიურ ძალადობაში გამომძიებლებს ადანაშაულებს, რომლებმაც ლუკა სკოლის კედელზე გაკეთებული წარწერის გამო „ამ ცხოვრების დედაც“, დაკითხვაზე ჰყავდათ. 

ბავშვზე ფსიქოლოგიურ ძალადობაზე ეჭვი "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც" გამოთქვა. 

შსს კატეგორიულად უარყოფდა ბრალდებას, რომ მოზარდზე ფსიქოლოგიური ძალადობა მოხდა. უწყებაში თქვეს, რომ მოზარდი ორჯერ, მშობლის თანდასწრებით იმყოფებოდა პოლიციაში დაკითხვაზე.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში