გადავწყვიტეთ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ "ქართულ ოცნება" - მმართველი პარტიის განცხადება

18 დეკემბერი 2019, 12:43 1601 ნახვა

საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე უმრავლესობის რიგებს დატოვებს. ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა განაცხადა.

"ჩვენ შევიკრიბეთ კანონით დადგენილი პროცედურით და გადავწყვიტეთ, რომ ერეკლე კუხიანიძეს დავატოვებინოთ უმრავლესობის რიგები. შესაბამისად, დავაყენებთ შუამდგომლობას საკრებულოს უახლოეს სხდომაზე მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ", - განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბექა დავითულიანმა.

ერეკლე კუხიანიძის წინააღმდეგ აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს და მის ოჯახს აგინა, იდიოტები და პროვოკატორები უწოდა.

რამდენიმე დღეში, დეპუტატმა მისი ლექსიკის გამო ბოიდში მოიხადა და  თქვა, რომ ემოციურ ფონზე დაწერილ პოსტში ცუდი სიტყვები გამოიყენა.  „ის, რაც ვთქვი ემოციურად და გადავედი კორექტულობის ზღვარს, იმაზე ვიხდი ბოდიშს. დანარჩენი მე არ ვიცი რა ხდება", - თქვა „ტვ პირველის" ეთერში ერეკლე კუხიანიძემ.  საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმს და მისი ოჯახის წევრებს, სოციალურ ქსელში დეპუტატმა აგინა, მათ იდოტები და პროვოკატორები უწოდა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში