ხულოს მერის მისაღებში მოქალაქეების პროტესტი ბინების მიღების მოთხოვნით გრძელდება

18 დეკემბერი 2019, 12:00 1449 ნახვა

ხულოს მერიაში  მოქალაქეები 24 აქციას საათიან რეჟიმში განაგრძობენ. ყოფილი სასამართლოს შენობაში მცხოვრები სამი ოჯახი მეექვსე დღეა თვითმმართველობის შენობაში იმყოფება.

ისინი მერიის მიერ შეთავაზებულ  ახალ საცხოვრებელზე უარს ამბობენ. აცხადებენ, რომ ფართი არასაკმარისია და  ძველი ბინის საკუთრებაში დატოვებასაც ითხოვენ. მერიაში ოჯახებს,  მხოლოდ  სათავსოებს პირდებიან, თუმცა ოჯხებისთვის ესეც მიუღებელია, მიზეზად აქაც ფართის სიმცირეს ასახელებენ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში