მარიანა ჩოლოიანის ადვოკატი ზეწოლას უარყოფს

18 დეკემბერი 2019, 20:52 1338 ნახვა

დაკავებული გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ 15 წლის ლუკა სირაძეზე მისი მხრიდან არანაირ მუქარას ადგილი არ ჰქონია. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ბრალდების შესახებ დადგენილება ჯერ არ ჩაბარებია, თუმცა რა მუხლითაც ჩოლოიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული მას არ ეთანხმება. ადვოკატების განცხადებით ჩოლოიანი გამორიცხავს საკუთარ მონაწილეობას ამ ქმედებაში, რადგან მას ბრალიც კი არ წარუდგენია მოზარდისათვის და არ უცდია აღიარებითი ჩვენების მოპოვება.

ადვოკატის თქმით, ის გეგმავს, რომ შეისწავლოს ჩანაწერი, სადაც ასახულია, რომ მოზარდი მარტო არ იმყოფებოდა გამოკითხვაზე. ბრალდებული მარიანა ჩოლოიანი მეორე დღეა კლინიკაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ის შეუძლოდ გახდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში