''თავს ვგრძნობ დაცულად''– ვინ ემუქრებოდა ლაგაზიძეს?

13 სექტემბერი 2016, 00:00 4020 ნახვა

''სახელმწიფოსგან თავს ვგრძნობ დაცულად, - ამის შესახებ „პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის'' ყოფილმა წევრმა ხათუნა ლაგაზიძემ განუცხადა. იგი საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.  თუმცა ლაგაზიძე არ აკონკრეტებს, თუ რა სახის გარანტიები მიიღო მისი და მისი ოჯახის დაცვასთან დაკავშირებით სახელმწიფოსგან.  მისივე თქმით, მის მიმართ მუქარას ახორციელებდა აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნებში „სახელმწიფო ხალხისთვის“ პირველი ნომერი გოგა კალაძე.  ხათუნა ლაგაზიძის ბრალდებას უარყოფს განცხადების  ადრესატი. გოგა კალაძე ამბობს, რომ ყოფილი თანაგუნდელი არადაქვატურ განცხადებებს აკეთებს. 

ამავე კატეგორიაში