15 წლის მოზარდის გარდაცვალება - პოლიტიკური შეფასებები

19 დეკემბერი 2019, 18:17 1618 ნახვა

დღეიდან ინსპექტორის სამსახურმა არასრულწლოვანთა პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლა დაიწყო. საზოგადოება 15 წლის მოზარდის გარდაცვალების გამო დამნაშავეთა დასჯას ითხოვს. დღეს სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა, მოქალაქეები პოლიციის შენობაზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ.

მესამე სექტორი და ოპოზიცია ითხოვს გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, რომელიც ამტკიცებდა, რომ მოზარდის გამოკითხვის დროს ზეწოლა არავის განუხორციელებია. ქვეყნის პრემიერს იმედი აქვს, რომ ამ საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი გამოიძიებს ისე, რომ არ დარჩება კითხვის ნიშნები.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში