დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი ექნებათ

20 დეკემბერი 2019, 12:17 1938 ნახვა

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, იანვრიდან 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ. ირაკლი ღარიბაშვილმა საზოგადოებას 100 დღიანი მუშაობის შედეგები და 2020 წლის გეგმები დღეს გააცნო. 

„მე მინდა, აღვნიშნო დაჭრილი და დაშავებული სამხედროების შესახებ, მათზე ზრუნვა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. მოგეხსენებათ, ადამიანი, რომელიც ყველაზე ძვირფასს - თავის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს წირავს ჩვენს სამშობლოს, მათზე ზრუნვა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ვალდებულება. ამ მიმართულებით ჩვენ გეტყვით, რომ ახალი, განახლებული, ჯარისკაცზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში იანვრიდან დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეებს, ტრავმების და ზოგადად ფიზიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, ხელფასზე 200-დან 800 ლარამდე ყოველთვიური დანამატი დაუწესდებათ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში