"ქართული ოცნება" ინიციატივით გამოდის 2020 წლის არჩევნებზე პარლამენტში მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდეს

20 დეკემბერი 2019, 12:33 1631 ნახვა

მმართველი გუნდი პოლიტიკურ სპექტრს სთავაზობს, 2020 წლის არჩევნებისთვის შენარჩუნდეს მოქმედი შერეული საარჩევნო სისტემა, თუმცა ორ მესამედამდე გაიზარდოს პროპორციული წილი ამ სისტემაში, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძის თქმით, ახალი ინიციატივის მიხედვით პარლამენტში პროპორციული წესით აირჩევა 100 დეპუტატი, მაჟორიტარული მანდატები კი, 50-მდე შემცირდება.

"ამ ინიციატივაზე შეთანხმების შემთხვევაში,  2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციული წესით ავირჩევთ 100 დეპუტატს ნაცვლად 77-ს, ხოლო მაჟორიტარული მანდატები 50-მდე შემცირდება. შესაბამისად, იქნება 100 პროპორციული მანდატი მომავალ პარლამენტში, თუ ეს შეთანხმება შედგა და იქნება 50 მაჟორიტარული მანდატი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში