კონგრესმენები “ქართულ ოცნებას” დაპირების შესრულებისკენ მოუწოდებენ

20 დეკემბერი 2019, 18:33 1938 ნახვა

სენატის ტრიბუნიდან საქართველოს ხელისუფლებას დემოკრატიას უწუნებენ. „საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური დევნა შემაშფოთებელია“ -ამბობს სენატორი ჯიმ რიში. სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საქართველოს მთავრობას მოუწოდებს საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით დადებული პირობა შეასრულოს.

საარჩევნო კანონმდებლობის ცვლილების ჩავარდნის გამო შეშფოთება კიდევ ერთხელ გამოთქვა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა. მან ოპოზიციას და მთავრობას დიალოგისკენ მოუწოდა. ხელისუფლების წევრები ამბობენ, რომ   კონგრესმენის შეფასება სხვაგვარი იქნებოდა, მას რომ თავისი თვალით ენახა ოპოზიციის ქმედებები. ოპოზიცია კი ამბობს, რომ საერთაშორისო რეპუტაცია ქვეყანას დაენგრა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში