მანდარინის ექსპორტმა 21 333 ტონა შეადგინა

21 დეკემბერი 2019, 12:51 2144 ნახვა

მიმდინარე წლის 19 დეკემბრის მონაცემებით, მანდარინის ექსპორტმა 21,333 ტონა შეადგინა. ინფორმაციას გარემოსა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების განმარტებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ექსპორტირებული იყო 20,085 ტონა.

საექსპორტო ქვეყნებს წელს ოთხი ახალი ბაზარი დაემატა. წელს პირველად ექსპორტი განხორცილდა:​ლიეტუვაში 120,9ტ, სინგაპურში 0,1ტ, კატარში 0,4ტ და სლოვენიაში 158,2ტ.

19 დეკემბრის მდგომარეობით რუსეთში 130753, უკრაინაში 40472, სომხეთში 33336 ტონა მანდარინია ​ექსპორტირებული. წელს მანდარინის ფასი 0,70 თეთრიდან 1,50-ლარამდეა.

უწყების ინფორმაციით, სამრეწველო გადამუშავებისთვის, ქარხნების მიერ მიღებული არასტანდარტული მანდარინის ოდენობა 5,536 ტონაა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში