2. 69 თეთრი ხულოს უფასო სასადილოში ერთი ბენეფიციარის გამოსაკვებად

21 დეკემბერი 2019, 17:18 2927 ნახვა

ხულოს მერია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ფენისთვის ყოველდღიური, ერთჯერადი უფასო კვებით უზრუნველსაყოფად  ტენდერს აცხადებს.

ტენდერში გამარჯვებულმა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი 43 მოქალაქის უფასო სასადილოში  ყოველდღიური, ერთჯერადი კვების ორგანიზება უნდა უზრუნვევლყოს.

ხულოს სოციალურ სასადილოში მიმდინარე წელსაც 43 ბენეფიციარი იყო რეგისტრირებული. დღეში  ერთ ბენეფიციარზე 2,5 თეთრი იხარჯებოდა, მომავალ წელს კი ეს თანხა 2 ,69 თეთრი იქნება.  ხულოს მერიაში ამბობენ, რომ მენიუში ცვლილებები არ შესულა, თანხის მატება კი ინფლაციამ და პროდუქტებზე ფასების ზრდამ გამოიწვია.

ტექნიკური პირობების თანახმად მომდევნო წლის მენიუში იქნება: ხარჩო, მანიფაფა რძით, ქათამი ბრინჯით, მაკარონი ყველით, ბორში ძროხის ხორცით, ტკბილი ფლავი, წვნიანი ლობიო, კოტლეტი და პიურე, წიწიბურას ფაფა, შილა ფლავი ხორცით, სუპი ვერმიშელით, თევზი, კომპოტი, პური.

სატენდერო პირობების შესაბამისად, უფასო სასადილოში შეტანილი კვების პროდუქტები უნდა იყოს ახალი და ხარისხიანი. ყოველდღიურად უნდა მომზადდეს ახალი სადილი. რაციონში ხორციანი (ძროხის ხორცი) სადილი გათვალისწინებული უნდა იყოს კვირაში მინიმუმ ორჯერ. 

,,მიმწოდებლის “მიერ შემოთავაზებული ერთი კვირის მენიუს საშუალო დღიური ენერგეტიკული ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 900კ.K კალორიას.
ტენდერში გამარჯვებულს, რომელიც მზად იქნება მერიის მიერ გაწერილი მოთხოვნები შეასრულოს, მუნიციპალიტეტი მას 42 49200 ლარს გადაუხდის.

გამარჯვებულმა სერვისის მიწოდება 2020 წლის 01 იანვრიდან, 2020 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უნდა განახორციელოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში