"საშინელებაა, თუ სიმართლეა"- ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის მრჩეველი

21 დეკემბერი 2019, 15:20 1446 ნახვა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მრჩეველი თავდაცვის საკითხებში მაიკლ კარპენტერი ტვიტერზე გამოეხმაურა საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებული დეზინფორმაციული გვერდების იდენტიფიცირებასა და დაბლოკვას. “საშინელებაა, თუ მართალია. ფეისბუკმა სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ანტიამერიკული და პრორუსული პოსტები დაუკავშირა კომპანია, რომელიც აფილირებულია საქართველოს მმართველ პარტიასთან. ვიმედოვნებთ, ეს მალე გაირკვევა,” – წერს კარპენტერი ტვიტერზე.

„ფეისბუკმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ. „ფეისბუკის“ ცნობით, შექმნილი გვერდები პოლიტიკურ პარტიებად, საჯარო პირებად, აქტივისტურ დაჯგუფებებად და მედიასაშუალებებად იყო შენიღბული, სადაც გვერდის ადმინისტრატორები და მფლობელები წერდნენ ადგილობრივ სიახლეებსა და ისეთ პოლიტიკურ საკითხებზე, როგორიცაა არჩევნები, მთავრობის პოლიტიკა, მაღალჩინოსნები, ოპოზიციისა და ადგილობრივი აქტივისტური ორგანიზაციების კრიტიკა.

ფეისბუკსა“ და „ინსტრაგრამზე“ მათ მიერ სხვადასხვა სახის რეკლამის განთავსებისთვის , 316 ათას აშშ დოლარამდე თანხაა დახარჯული. „ფეისბუკის“ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მის მიერ ჩატარებულმა მოკვლევამ ამ ქმედების უკან „ქართული ოცნების“ მიერ მართული მთავრობა და სარეკლამო სააგენტო „პანდა“ გამოავლინა. ფაცებოოკ-ის ცნობით, “პანდას” კავშირი ჰქონდა წაშლილ პროსამთავრობო გვერდებთან.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში