საარჩევნო სისტემის სახელისუფლებო ვარიანტი

21 დეკემბერი 2019, 20:30 1996 ნახვა

 უშედეგო მეოთხე რაუნდის შემდეგ მხარეებს ერთმანეთის ისევ არ ესმით. ''ქართული ოცნების'' ხელისუფლება ოპოზიციას საარჩევნო სისტემის ახალ ვარიანტს სთავაზობს.  პარტიის მაჟორიტარების მიერ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივის ღიად  მხარდაჭერისგან გუნდმა თავი შეიკავა და 73 მაჟორიტარიდან 23 გაწირა.

100 დეპუტატი პროპორციული სიით და 50 მაჟორიტარი - ასეთია მმართველი პარტიის შეთავაზება. მანდატების მსგავსი გადანაწილება საკონსტიტუციო ცვლილებას საჭიროებს. წინადადება მიუღებელია ოპოზიციისთვის და 16 არასამთავრობო ორგანიზაციისთვის.

''ქართული ოცნება'' თავის თავს ეწინააღმდეგება - თვლიან ხელისუფლების ოპონენტები და ამბობენ, რომ თუ საკონსტიტუციო ცვლილების რესურსი არსებობს, მაშინ არა - ახალი ვერსია, არამედ ე.წ. გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი უნდა დამუშავდეს.

ხათუნა შუშანიძე
ჟურნალისტი და წამყვანი

ამავე კატეგორიაში