გამსახურდიას   საქმეზე  ბრალდებულების  სასამართლო   

22 დეკემბერი 2019, 18:10 1456 ნახვა

ცოტნე გამსახურდიას განზრახ მკვლელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულებისთვის, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. საქმეზე ორ პირს ბრალი დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის წარედგინა, მათგან ბრალს გიორგი სოლოღაშვილი აღიარებს.

სამს კი, დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება ბრალად. ცოტნე გამსახურდიას ადვოკატის, ამირან გიგუაშვილის განცხადებით, ინფორმაცია, რომ თითქოსდა ცოტნე გამსახურდია იყო კონფლიქტის ინიციატორი და დაპირისპირება ღვინის ხარისხს უკავშირდებოდა, ბრალდებულების მიერ შემოთავაზებული ვერსიაა და არ შეიძლება დამაჯერებელი იყოს.

დაკავებულების უფლებადამცველები, პოლიტიკურ მოტივს გამორიცხავენ. დღეს, გავრცელებული მოწმის ჩვენებით, კონფლიქტის ინიციატორი ცოტნე გამსახურდია იყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში