ეროვნული ბანკი, წლის დასაწყისში გამკაცრებული საბანკო რეგულაციების შერბილებას გეგმავს

23 დეკემბერი 2019, 20:47 2423 ნახვა

ეროვნული ბანკი, წლის დასაწყისში გამკაცრებული საბანკო რეგულაციების შერბილებას გეგმავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის შედეგად ცნობილი ხდება, რომ 2020 წლის მარტიდან საბანკო რეგულაციები გამარტივდება.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მნიშვნელოვანი გამარტივება შეეხება შემოსავლის ჯგუფების კატეგორიზაციას. ახალი მეთოდოლოგია, რომელიც ჯერ საბოლოოდ დამტკიცებული არაა, დიდი მოცულობით სესხების აღებას გაუმარტივებს 1000 ლარზე მეტი შემოსავლის მქონე მომხმარებელს. შესაბამისად ათასობით მოქალაქეს სამომხმარებლო და იპოთეკურ სესხზე ხელმისაწვდომობა ეზრდება -  დაშვებული აღიარებული შეცდომები, თუ პროცესი რომელიც დახვეწას საჭიროებს.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში