დეზინფორმაცია თუ მედიაცენზურა - ირაკლი კობახიძის ახალი ინიციატივა

24 დეკემბერი 2019, 20:03 2006 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა ტელევიზიებისა და სხვა მედიების შემზღუდავი კანონპროექტის მიღებას აანონსებს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ფეისბუქის მიერ ასობით ყალბი გვერდის გაუქმების შესახებ საუბრისას განაცხადა. აღნიშნა, რომ დეზინფორმაცია არა მხოლოდ ფეისბუქში, არამედ, სატელევიზიო სივრცეშიც არსებობს. გია ვოლსკი კი ე.წ. ყალბი ანგარიშების ხელისუფლებასთან დაკავშირების მიუხედავად, ე.წ. ბოტებს მედიაში ეძებს.

ცნობისთვის, ყალბი ამბების წინააღმდეგ კანონპროექტზე საუბარი ერთ წელზე მეტია მიდის. ცენზურაზე ჯერ კიდევ შარშან საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა. ამის შემდეგ კი მარეგულირებელმა კომისიამ პარლამენტში პროექტი წარადგინა, რომლითაც ზოგიერთი საკითხი მედიის თვითრეგულირების სფეროდან რეგულირებაში გადადის. პარლამენტში განმარტავენ, რომ კობახიძე ამ პროექტს გულისხმობდა. ცნობისთვის ამ ინიციატივას კრიტიკა მაშინვე მოჰყვა, რადგან მედიაზე ზეგავლენის მოხდენის გარკვეულ რისკებს შეიცავდა. აპირებს თუ არა ხელისუფლება ცენზურის დაკანონებას?

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში