ბათუმის მერიამ საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვა

25 დეკემბერი 2019, 12:45 2077 ნახვა

ბათუმის  მერიამ საუკეთესო სპორტსმენები, გუნდები, მწვრთნელები და სპორტული ჟურნალისტები დააჯილდოვა.  წლის კლუბი საჭადრაკო  კლუბი „ნონა“ გახდა,  მებრძოლი გუნდის ტიტული სარაგბო კლუბ „ბათუმს“ გადაეცა. ოქროს გუნდის წოდება კი შავი „ზღვის ბიჭებს“ მიენიჭა. საუკეთესო მწვრთნელად კი ბათუმის სპორტული ცენტრის ფიგურული სრიალის მწვრთნელი ლელა ჩოფიკაშვილი დასახელდა.  საუკეთესო სპორტსმენის ჯილდო წყალბურთელ დავით მხალაძეს გადაეცა. საუკეტესო სპორტული ჟურნალისტები საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს  ჟურნალისტი და წამყვანი გოგი მურვანიძე და გაზეთ აჭარის ჟურნალისტი მანანა ძიძიშვილი გახდნენ, მათ ასევე მიიღეს  სპორტის დამსახურებული მოღვაწის სტატუსიც. მაუწყებლის  ჟურნალისტებს ბესო ჩიბურდანიძეს, ქეთი ბოლქვაძეს და ია სართანიას კი ჯილდო სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცათ

ია სართანია
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში