''ნუ იქცევით როგორც ცირკის მასხარა'', ''მისამართი შეგეშალა იცოდე'' - დიალოგი ბათუმის საკრებულოში

25 დეკემბერი 2019, 16:14 1906 ნახვა

ბათუმის საკრებულოში დღეს 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს. სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა. დარბაზიდან გასვლას კი წინ კამათი უძღოდა. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სიტყვით გამოსვლის დროს, ერთი წუთის დამატება ითხოვეს. საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძემ კი მათ ერთი წუთი არ დაუმატა და უთხრა აზრი დაესრულებინათ. 

სულიკო თებიძე: თუ გაქვთ სურვილი ფრაქციის სახელით 3 წუთიანი გამოსვლის უფლებას გაძლევთ, თუ არადა საკითხს ვაყენებ კენჭისყრაზე

მირდატ  ქამადაძე: მზღუდავთ ბატონო თავმჯდომარე?

სულიკო თებიძე: არ გზღუდავ გაძლევ სამ წუთს... 

მირდატ ქამადაძე: ჩვენ გვაქვს ერთი კითხვა, ორი რეპლიკა და სამწუთიანი გამოსვლა, ნებისმიერი დეპუტატს აქვს ამის უფლება. 

ლევან ანთაძე: ერთი წუთი რომ დამიმატოთ რამე პრობლემა?

სულიკო თებიძე: არ გიმატებთ, დაასრულეთ 

ლევან ანთაძე: გასაგებია თქვენი პოზიცია, არაფერს არ ვამატებ, მასე დაუწესეთ, იმას... სახლში, რომ იქნებით. 

სულიკო თებიძე: ოჯახს შეეშვით და ნორმალურად ილაპარაკეთ. ოჯახზე გარეთ დავილაპარაკოთ. ოჯახს შეეშვი

ლევან ანთაძე: მოიქეცით როგორც საკრებულოს თავმჯდომარეს შეეფერება და არა ისე, როგორც ცირკის მასხარას. 

სულიკო თებიძე: მისამართი შეგეშალა იცოდე... არ წახვიდე დაგელაპარაკები ოჯახი რას ნიშნავს... კოლეგებს ვუხსნი. ხომ გახსოვთ პარლამენტში ფრაქციაზე მინისტრები, რომ დაიბარეს. ნაციონალებმა დილით 9 საათზე რომ დაიჭირეს მიკროფონი ხელში, ისე დაამთავრეს 6 საათზე მიკროფონი ხელიდან არ გაუშვიათ... ამათ რომ ჩაუვარდეთ ხელში შეჭამენ ალბათ ბოლომდე. 

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში