ცოტნე გამსახურდია კი კვლავ სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება

26 დეკემბერი 2019, 16:22 1373 ნახვა

ცოტნე გამსახურდია კი კვლავ სამედიცინო დაწესებულების რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ექიმების თქმით, გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. ცოტნე გამსახურდიას ოჯახი და ადვოკატი საქმის ახალ დეტალებზე საუბრობენ.  ადვოკატი ყვება, რომ სუფრასთან, სადაც დაპირისპირება დაიწყო, ათამდე პირი იმყოფებოდა და შელაპარაკება მნიშვნელოვან თემას არ მოყოლია. ხუთმა პირმა კი სუფრა გამსახურდიაზე 20 წუთი ადრე დატოვა. ადვოკატის თქმით, აუცილებელია გამოძიებამ დაადგინოს, უკავშირდება თუ არა დანაშაულის მოტივი წარსულში დაწყებულ პირად კონფლიქტს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში