პრემიერის მოწოდება საარჩევნო სუბიექტებს

14 სექტემბერი 2016, 00:00 3085 ნახვა

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პოლიტიკურ ძალებს არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით მემორანდუმის გაფორმებას სთავაზობს. მთავრობის მეთაური გამოდის წინადადებით, იმ ადგილზე, სადაც ერთი კონკრეტული პარტიის წარმომადგენლების ამომრჩევლებთან შეხვედრაა დაგეგმილი, არ მივიდნენ სხვა ძალების წევრები და მათი მხარდამჭერები. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, მათი ამოცანაა, მაქსიმალურად მშვიდი წინასაარჩევნო გარემო.

ამავე კატეგორიაში