ფინანსთა მინისტრი: მიმდინარე დავალიანება ყველა ტელეკომპანიამ უნდა გადაიხადოს
27 დეკემბერი 2019,
18:13
2343 ნახვა
არასამთავრობო სექტორი, მედიაექსპერტები, თავად ტელევიზიების ხელმძღვანელები და ოპოზიცია ხელისუფლების მხრიდან ისევ დისკრიმინაციულ მიდგომასა და ორმაგ სტანდარტზე საუბრობს. რასაც კატეგორიულად გამორიცხავენ მმართველი გუნდის წევრები.