ანატოლი ბიბილოვი სოფელ ჩორჩანაში საპოლიციო პოსტის აღებას ითხოვს

27 დეკემბერი 2019, 20:03 1305 ნახვა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. პრეზიდენტის საქართველოს ხელისუფლებას ულტიმატუმს უყენებს.  ამბობს, რომ ახალგორი იმ დრომდე იქნება ჩაკეტილი, ვიდრე სოფელ წნელისთან ქართული პოლიცია პოსტს არ აიღებს.  განცხადება საგუშაგოსთან დაკავშირებით  ბიბილოვმა ახალგორში ადგილობრივებთან შეხვედრის დროს გააკეთა. რასაც მოსახლეობის გაღიზიანება მოჰყვა. ნაწილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა.

სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ამბობს, რომ ეს ადამიანების მდგომარეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაა და ჰუმანიტარული საკითხების სპეკულაციის თემად ქცევა მიუღებელია.  მმართველ გუნდში ბიბილოვის ამ განცხადებებს ადამიანის უფლებების პრინციპების და ღირებულებების მორიგი დარღვევა უწოდეს.  ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ ამ შედეგამდე ხელისუფლება ე.წ დათმობის პოლიტიკამ მიიყვანა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში